უხ ეს არამზადები

საერთოდ ძალიან მიყვარს ლინგვისტური კერძოდ კი ეტიმოლოგიური კველევების შესახებ კითხვა და თუკი თავად მომეცა იმის საშუალება რაიმე საინტერესო სიტყვის არსს ან წარმოშობას ჩავწვდე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს ხოლმე. და აი სულ რაღაც ორი დღის წინაც ასეთივე შემთხვევა დამემართა. ინდოელ ჯგუფელებთან ერთად კინოში აღმოვჩნდი სადაც გადიოდა ინდურ-ამერიკული ფილმი “My name is Khan”; რამოდენიმე უფასო ბილეთი ჰქონდათ ნაშოვნი და ცდუნებას ვერ გავუძელი. ჩემდა საუბედუროდ თუ პირიქით არც თავად ორიგინალური გახმოვანება მესმოდა, რადგან ჰინდიზე იყო და არც ფრანგული სუბტიტრები იყო დიდი შველა (თუმცა უნდა ავღნიშნო მათი დახმარებით სხვა თუ არაფერი არსს მაინც ვგებულობდი). და აი უცებ მომესმა ძალიან ნაცნობი სიტყვა, რამოდენიმე წამში ხელმეორედ და მერე კიდევ ერთხელ განმეორდა. ფილმის ერთ ერთი გმირი მეგობრის ყოფილ მეუღლეს არამზადჷ-დ მოიხსენიებდა, მაშინვე გამინათდა გონებაში და მივხვდი, რომ არამზადა სულაც არ ყოფილა ქართული სიტყვა და როგორც მრავალი სხვა სიტყვათაგანი რომელთა გამოყენებისას ბევრს ჰგონია რომ წმინდა ქართულად ლაპარაკობს ეს სიტყვაც ისეთივე ნასესხებია, როგორც მაგალითად ნიშანი, ფანჯარა, აივანი, ეშმაკი ან თუნდაც ბაღი.

იმ გარემოებამ, რომ ქართულში შემოსვლისას მრავალი სპარსულ-არაბული სიტყვა “ჰ” ბგერას ხშირად კარგავს ხოლო ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი ხმოვანი “ə” ან “ა”-დ ან კი “ე”-დ გარდაიქმნება, იმდენად გააქართულა ეს სიტვვა, რომ ყოველდღიური მოხმარებისას რთულია მიხვდე, რომ ნასასხებ სიტყვასთან გაქვს საქმე.

ასე რომ არამზადა სხვა არაფერი ყოფილა თუ არა არაბული “ჰარამ”-ისა და სპარსული “ზადე”-ს გაერთიანება. მაგალითისთვის ვინც ევროპაშია ნამყოფი ალბათ ყველას უნახავს ზოგიერთ ხორცპროდუქტზე წარწერა “ჰალალ”-ი, რომელიც იმის მიმანიშნებელია, რომ მუსულმანებს მისი ჭამა შეუძლიათ (ცხოველის სპეციფიური წესით დაკვლის გამო). ეს “ჰალალ”-ი ისლამში ასე ვთქვათ  კარგის და ნებადართულის აღმნიშვნელი სიტყვაა, და ჩვენც ხშირად ვიყენებთ, როდესაც ვინმეს ჭამისას რაიმე გადასცდება და ზურგზე ხელს ვარტყავთ და ვაყოლებთ (ჰ)ალალი-იყოსო. სწორად მისი საპირისპირო, აკრძალულისა და ცუდის მნიშვნელობა აქვს სიტყვა “ჰარამ”-ს, რომელიც ასევე გამოიყენება ქართულში და ძირითადად წყევლაში გვხვდება “ხარამად შეგერგოსო”.

ახლა მოდით ისევ არამზადას დავუბრუნდეთ… მოკლედ არამზადის პირველი ნაწილი გასაგებია, რომ ცუდს და აკრძალულს ნიშნავს, აი მეორე “ზადე”-ს რა მნიშვნელობა აქვს ადვილი მისახვედრია თუკი დავუკვირდებით მრავალი აზერბაიჯანული ან სპარსული გვარის დაბოლოებას რომელიც ასევე “ზადე”-ა. ეს ზადე დაბადებას ნიშნავს, რაც ჩვენს არამზადას აკრძალულად დაბადებულად განგვიმარტავს, ან იმად ვინც არ უნდა დაბადებულიყო. ეს სიტყვა ჩვენ ქართულიშიც მოგვეპოვება და თანაც ნამდვილი ქართული ეტიმოლოგიით და სხვა არაფერია თუ არა ნაბიჭუარი. სწორად ამ მნიშვნელობას ატარებს ჰარამზადჷ როგორც ირანის ასევე პაკისტანის ტერიტორიაზე, ხოლო როგორც აღმოჩნდა ინდოეთში მას კიდევ უფრო მძიმე დატვირთვა აქვს და უკიდურესი სალანძღავი სიტყვაა. ასე რომ თუკი ინდოელების გარემოცვაში მოხვდებით და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სიცელქით და მოუსვენრობით თავს მოგაბეზრებენ არამზადები ნამდვილად სჯობს რომ არ დაუძახოთ. 🙂

Explore posts in the same categories: Uncategorized

ტეგები: , , , , , , ,

You can comment below, or link to this permanent URL from your own site.

11 Comments on “უხ ეს არამზადები”

  1. gio Says:

    sainteresoa aseti kavshirebis povna mec miyvars xolme, magram halalis ar ikos ratom ggonia rom qartvelebs gvaqvs es sityvebi nasesxebi iqneb sulac piriqit iko


    • ზოგადად ბგერა “ჰ” სემური წარმოშობისაა და თავდაპირველად ქართულში მხოლოდ ნასესხები სიტყვების ჩასაწერად გამოიყენებოდა, (თუნდაც ისევე როგორც ჵ ან ჱ ბერძნულის გავლენით). მხოლოდ სემანტიკური ანალიზით შეგვიძლია დავინახოთ, რომ პრაქტიკულად ყოველი ჰ-ზე დაწყებული სიტყვა არაქართულია თუნდაც ჰაერი, ჰავა, ჰამაკი და თუკი ამ სიას ლათინურიდან შემოსულ ჰალო- ჰელიო- ჰიდრო- ან ჰუმა- ან ჰომო-ზე დაწყებულ სიტყვებსაც მივამატებთ დავინახავთ, რომ “ჰ”-ზე დაწყებული ჰართული სიტყვები არ გაგვაჩნია. ანალოგიური და სიტუაციაა “ჰ”-ს სიტყვის შიგნით მდებარეობისას. ამითივე ადვილად აიხსნება “ჰ” ასოს ბოლო ადგილი ქართულ ანბანში, ის როგორც ჵ ანბანის ბოლოში მხოლოდ იმიტომაა მოთავსებული, რომ მისი ჩამატება გვიანდელ ხანაში მოხდა ნასესეხები სიტყვების ჩაწერის აუცილებლობიდან გამომდინარე. თუმცა სპარსულისა და არაბულის აი უკვე 2 ათასწლეულის გავლენით მათი მრავალი სიტყვა ისე შემოვიდა ქართულში, რომ ასო ბგერა “ჰ”-მ თავისი ადგილი დაიმკვიდრა და არანაირად აღარ წარმოადგენს უცხო დანამატს.
      ასეთივე შემთხვევაა “ჰალალი” და “ჰარამი”-სათვის. ეს სიტყვები გაცილებით გვიან (დაპყრობების შემდგომ) გვხვდება ქართულში ვიდრე თავად არაბულში.

  2. khatia Says:

    me filologi gaxlavart da carmodgenac ar mqonda, ase tu iyvnen dainteresebulni sxva profesiis xalxi qartulshi dzalian adre shemosuli da shemdgom ki kargad damkvidrebuli sityvebis etimologgit.
    axlaxans gavige, rom sityva “gorgeous” arc meti da arc naklebi, georgian-elebisgan modis 🙂 raki chven – gurjebad movixseniebodit, gadareuli (albat dampyroblebi) midiodnen chveni qyveynidan da chveni silamazis ambavs avrcelebdnen, gurjvut lamazi xaro… mokled, movedit gorgeous-amde.
    me bevri vedzie, an ver movidzie, mokled iqneb tqven chaugrmavdet am ambavs batono tornike da gamarkviot, martla ase iyo tu ara :)))
    pativiscemit Khatia tatishvili!

  3. Tako Makatsaria Says:

    მომეწონა შენი პოსტი, თორნიკე.

    რაც შეეხება სიტყვა gorgeous-ს, რა გასაკვირია და დამაინტერესა ხატია ტატიშვილის ვერსიამ და აი რას მივაგენი:

    http://www.iranian.com/GuiveMirfendereski/2005/September/Love/index.html

    საინტერესო სტატიაა, ირანული საიტია და მიკერძოებაშიც ვერ დავადანაშაულებთ ქართველებს, მეორე აბზაცში წერია gorgeous–ის წარმომავლობის ის ვერსია ჩვენ რომ გაგვიხარდება. თუმცა, აქვე არის სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად სიტყვა gorgeous ფრანგული სიტყვა gorge–იდან მოდის. gorge ფრანგულად ყელს ნიშნავსო და შესაბამისად gorgias სამკაულების მოყვარულს, ლამაზს ნიშნავდაო.

    სხვათა შორის, ამავე სტატიაში წერია ის მიზეზიც თუ რატომ გვიწოდებენ Gorjestan–ს.


    • ძალიან საინტერესოა, გმადლობ. ასეთი სტატიებიდან შეიძლება ბევრი კარგი რამ ამოიკითხო, აი სამწუხაროდ მე კი ვინც მყავს ირანელი ნაცნობი მათთან ლინგვისტიკაზე საუბარი ყოვლად უაზროა, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან მაგ მხრივ, ზოგი საფრანგეთში ჩამოსვლისას გაკვირვებულები იძახოდნენ უი “ჟანდარმერია” და “მერსი” სპარსულიო სიტყვები გვეგონაო… ასე რომ სჯობს ისევ ასეთი სტატიები ვიკითხო

  4. khatia Says:

    მადლობა თაკოს!
    რაც შეეხება სიტყვებს, რომელშიც არის ასო “ჯ”, ყველა სპარსული წარმოშობის ყოფილა. სიტყვა “ჯვარიც”
    ირანულიდან არის შემორჩენილი ქართულში. სიტყვა “ფანჯარა” და “ქარხანაც” მათ შორის.
    თორნიკეს დავეთანხმები, ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბევრ ირანელს შევხვდი, ლინგვისტიკაზე საუბარი მათთან არაფერს მოგცემს, უბრალოდ გაუხარდათ, რომ არსებობს “რაღაც” ერი, რომლის შესახებ თითქმის არაფერი იციან და სიტყვა “window” მათ და ჩვენს ენაზე ერთნაირად ჟღერს :))

    შევეცდები, მოვნახო ყველა სიტყვა, რომელიც თავიანთი ხანგრძლივი დაპყრობების დროს დაგვიტოვეს და რაც მთავარია, ფორმაუცვლელად დარჩა ჩვენს ენაში დღემდე.

  5. gio Says:

    ori atasi clis cin qartulshi ra sityvebi iko da shemdeg ra daemata amaze saubari mxolod varaudebis donezea shesadzlebeli, tviton is mecnierebic ki romlebic am sakitxis kvlevas mtel cxovrebas udzgvnian sabolood mxolod imaze tanxmdebian rom varaudi gamotqvan esa tu is sityva tu zogadad istoriuli fakti ramdenad sheesabameba sinamdviles tu ara, ase rom nebismieri sityva rom avigot dges qartulshi mas carmatebit sheidzleba movudzebnot analogi chveni mezobeli and tundac aramezobeli kveynebis enebshi da am logikas rom gayve gamodis qartvelebs mteli arsebobis mandzilze araferi sheuqmniat da chveni mezoblebis natqvamis ar ikos yvelaferi matgan gvaqvs gadakopirebuli.


    • ვერ დაგეთანხმები. ის რომ ქართულში რამოდენიმე ათასი (!) ნასესხები სიტყვაა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ობიექტურად უნდა შევხედოთ. ისევე როგორც დღესდღეობით ხდება მაგალითად მრავალი ინგლისური სიტყვის შემოტანა ქართულში (რაც ხშირად ზალძედ ცუდად გვხვდება ყურში და ნერვებს გვიშლის) ანალოგიურად ხდებოდა ადრე სპარსულის, არაბულის, ბერძნულის თუ თუნდაც იგივე ჩრდილო კავკასიური ტომების ენებიდან სიტყვების შემოდინება, მაგრამ დღეს ისინი ქართული ენის ნაწილია. შექმნით კი ნამდვილად ბევრი გვაქვს შექმნილი და მგონია რომ თუკი იმას ვაღიარებთ, რომ ენა ცვლილებას განიცდის ამით ის ნამდვილად არ კნინდება.

      სომხებს რაც შეეხებათ ნამდვილად არ მეხატებიან, გულზე მაგრამ გვინდა თუ არა უნდა ვაღიაროთ, რომ უდიდესი გავლენა ჰქონდათ საქართველოზე. ის ხომ მაინც არაა ტყული რომ ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე და პირველ საუკუნეებშიც (პრაქტიკულად გორგასალის გამეფებამდე) სწორად სომხური სამეფო გვარის მეფეები იჯდნენ ქართლის ტახტზე. რატომაა, რომ სკოლაში ამ მეფეთა მხოლოდ სახელებს გვასწავლიდნენ (რომლებიც თავიდანვე გაოცებას იწვევდა ჩემში არც თუ ქართული ჟღერადობის გამო) ხოლო გვარებს ჩუმად ინახავდნენ? ამ ნებროთჲან-ები და არშაკუნჲან-ების მეფობაზე ხომ მრავალი რამ წერია ქართლის ცხოვრებაში და არ შეიძლება ამ ყველაფერმა ენაზე გავლენა არ იქონიოს…

  6. George Metreveli Says:

    კეთილი სალამი! თქვენმა სტატიამ უზომოდ მიმიზიდა, რადგან ინტერესით ვიკვლევ ქართული ენის საფუძვლებს. თქვენს წერილში ნახსენებია ჯვარისა და ეშმა(კი)ს ასევე არაქართული წარმოშობის შესახებ. დიდი ხანია რაც ვეძებ ამის დასტურს და იქნებ ამ სიტყვათა ეტიმოლოგია და ისტორია უფრო ვრცლად განმიმარტოთ? P.S. სხვათაშორის სიტყვა “ჯადოქარიც” არ ყოფილა ქართული, რაგინდ ქართულადაც არ უნდა ჟღერდეს “ქარი”. იგი ინდო-ირანული წარმოშობის ყოფილა და მისი პირველადი სახეა Jadoogar JaduGar – რაც ნიშნავს “გრძნეულს”, “მისანს”, “ფაკირს”, და ადამიანს, რომელიც მაგიური ხელოვნებით არის დაკავებული. საინტერესოა ისიც, რომ ხშირად (და ალბათ ეს უფრო გვიანდელი შენამატია) ეს სიტყვა იგივდება “მატყუარასთან” და ფოკუსნიკთან – თანამედროვე ენით რომ განვმარტოთ. რისი თქმა მინდა: ამ შემთქვევაშიც მართალი აღმოჩნდა თქვენი მოსაზრება, სადაც ბრძანებთ, რომ ყველა ქართული სიტყვა, რომელიც “ჰ”-თი ან “ჯ”-თი იწყება – არაქართული წარმოშობისაა. წინსაწარ დიდი მადლობა პასუხისთვის. პატივისცემით – გიორგი მ.


    • ზოროასტრრიზმში ავესტანურად aēṣ̌ma (აეშმა, ეშმა) იყო დემონი, ისევე როგორც საშუალო სპარსულში eshm (ეშმ) ასევე ნიშნავდა დემონს.
      ჯადოქარ/ი = jadu+kar (ჯადო+კეთება) = ანუ ჯადოს მკეთებელი. იგივე “ქარ” (კეთება) ფუძეა სიტყვებში ქარ-ხანა, (ჰ)ამ-ქარ-ი, დასტა-ქარ-ი და ა.შ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: