Archive for ივლისი 2016

გრაკლიანი – “მსოფლიოს განმანათლებლები”

ივლისი 25, 2016

 

ეს კონკრეტული პოსტი უბრალოდ დაკოპირებული სტატუსია ჩემივე ფეისბუქის გვერდიდან, ასე რომ მომიტევეთ თუ ცოტა მოუწესრიგებელია.

ბოლო დროს გრაკლიანის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რასაც თან ბევრი ფაქტების წინმსწრები დასკვნები ახლავს (განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან). ისმის მტკიცებები, რომ აღმოჩნილი წარწერა გინდა თუ არ ქართველურია და “სხვები სად იყვნენ როცა ჩვენ დამწერლობა გვქონდა” არასწორია. ასეთი დასკვნები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი გაკეთდეს, როდესაც ხანგრძლივი კვლევა ჩატარდება (მსოფლიო პროფესიონალთა ჩართულობით) და გარკვეულ დასკვნამდე მივლენ (წესით ნებისმიერმა მეცნიერმა უნდა იცოდეს თუ რაა peer review).

ამ კონკრეტულ ეტაპზე ასეთი ხმამაღალი განცხადებებით აპელირება არაპროფესიონალური მიდგომის მაჩვენებელია, და გარკვეულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით ხომ არ ხდება ეს გაზვიადებები და მტკიცებები იმისათვის, რომ მაგალითისათვის დაფინანსება გაიგრძელონ (რაც თავისთავად რათქმაუნდა არაა ცუდი რამ), უბრალოდ არასწორია ჯერ არ დადასტურებული ფაქტების მტკიცება.

მოდით ერთად შევხედოთ ამ კონკრეტულ წარწერას და შევეცადოთ ვარაუდის დონეზე რაიმე განმარტება ვუპოვოთ.

1 – ვისი გავლენის ქვეშ იყო იბერია ამ გაქრისტიანებამდე პერიოდში

2 – რა სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ ისინი და

3 – რა ანბანურ სისტემას გამოიყენებდნენ ისინი თავისი რელიგიური ტექსტებისათვის

ნათელია რომ უდიდესი გავლენა ძველ იბერიაში სწორად სპარსელებს ჰქონდათ, მათი მაზდეანური რელიგიის შესახებაც ბევრია ცნობილი (უმაღლესი ღვთაებით – აჰურა მაზდა) და ისიც კარგად ვიცით რომ “ქართველებიც” ამავე რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ხოლო ანბანს რაც შეეხება რელიგიური ტექსტები თავიდან ფაჰლავის გამოყენებით შემდგომ პერიოდში კი ე.წ. ავესტას ანბანით იწერებოდა (რომელიც ფაჰლავის მოდიფიკაცია იყო, რომელიც თავის მხრივ არამეულიდანაა ნაწარმოები).

The Avestan alphabet was created in the 3rd and 4th centuries AD for writing the hymns of Zarathustra (a.k.a Zoroaster), the Avesta. Many of the letters are derived from the old Pahlavi alphabet of Persia, which itself was derived from the Aramaic alphabet.

ახლა დავუკვირდეთ მოცემულ წარწერას (მარჯვნიდან მარცხნივ).

13781678_10153852054908391_7531888520218529805_n_thumb.jpg

– პირველი ასო სხვა არაფერია თუ არა ფაჰლავისა ან ავესტანურის მოკლე “ა” (ზუსტი ასლი)

13619803_10153852061493391_4624243038140494452_n

– შემდგომი ასოა “ხვ/ხუ”, რომელსაც ოდნავ შემოკლებული აქვს კუდი მარჯვენა მხრიდან

13775543_10153852066018391_5898001870104294085_n

– მესამე ასო ძალზედ წააგავს შუალედურ “ა/ო” ხმოვანს (ისევ და ისევ მცირედი კუდის მოშორებით მარჯვენა ზედა მხარეს)

13680610_10153852066428391_2720556002884306828_n

– მეოთხე ასო სხვა არაფერია თუ არა ასო “რ”

13686626_10153852080823391_2982295321928276257_n

– ბოლო ასოს ამოცნობა ცოტა რთულია რადგან არცერთ ასოსთან პირდაპირი მსგავსება არ გააჩნია და შეგვიძლია მხოლოდ “ჰ”-ს ერთ-ერთ ვარიანტს შევადაროთ რომელიც ძალზედ მცირე დროის განმავლობაში იყო გამოყენებაში.

13775788_10153852109898391_6505381511161164294_n

მაშ რას ვიღებთ ამ ტექსტის ამოკითხვის მცდელობით?

ა – ხუ – ო – რ – ჰ

პირველი „ახუორ“ – ძალზედ ხომ არ წააგავს „ახურა“-ს? და ეს -ჰ ბოლოში შესაძლოა სხვა არაფერი იყოს თუ არა ნათესაობითი ბრუნვის აღმნიშვნელისა (ავესტას გრამატიკა “-აჰე/-ჰე”-ს შესახებ გვეუბნება რომ ის ნათესაობითი ბრუნვის დაბოლოებაა, ანუ ნათესაობითში ახურა გვაძლევს ფორმას ახურაჰე).

ანუ გამოდის წარწერის ეს ფრაგმენტი შესაძლოა სწორად აჰურასთვის კუთვნილებას გვამცნობს, ანუ რომ ეს რაღაც “აჰურასი”-ა. ნუ კონკრეტულად რაა აჰურასი ეგეც ალბათ მისახვედრია, რადგან როგორც იძახიან ეს წარწერა ცეცხლით შესაწირ ადგილასაა მიწერილი…

მოკლედ… არ გვინდა რა ასეთი მიდგომა – “ამოუცნობი, განუმეორებელი, სენსაციური, ნამდვილი ქართული”. მოდით ჯერ გამოვიკვლიოთ და მერე ვილაპარაკოთ.

p.s. თავს არ ვდებ ლინგვისტიკის (და მითუმეტეს ისტორიული ლინგვისტიკის) ცოდნაში მაგრამ ჩემი შეზღუდული გონებაც კი იჭერს გარკვეულ პარალელებს (და ზოგ ასო ნიშანთა არა თუ მსგავსებებს, არამედ ზუსტ დამთხვევებს). არანაირად არ ვამტკიცებ რომ ჩემს მიერ ცდა რაიმე ამომეკითხა გინდა თუ არა სწორია, ამ პოსტის ძირითადი მიზანი ისაა, რომ იქნებ შევიგნოთ და  ცოტა მიწაზე დავეშვათ, რათა სხვა უფრო რეალურ ჭრილში განვიხილოთ ყველაფერი. დასაცინებს ნუ გავიხდით თავს, ნუ ვიქნებით მსოფლიოს განმანათლებელი ახალი მაშტოცები.