Posted tagged ‘მოგზაურობა’

Tempting Ryanair

დეკემბერი 29, 2009

ვინც ევროპაშია ნამყოფი ალბათ ყველას სმენია ისეთი ავიაკომპანიების შესახებ, როგორებიცაა RyanAir და EasyJet. ისინი იმით გამოირჩევიან, რომ შეგიძლია ფრენა 30-20 ან სულაც 10 ან 2 ევროდ “გაჩითოთ” და გადაფრინდეთ საფრანგეთიდან ინგლისში, ესპანეთიდან პოლონეთში ან სულაც ინგლისიდან თურქეთში (ძირითადად ფასები ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე პრაქტიკულად უფასო ბილეთების ყიდვა მაინც იოლი საქმეა)… ანუ ისეთ ფასად რომლითაც არტგენზე ერთ ბლინსაც ვერ შეჭამს კაცი და მაკდონალდსში ბიგმაკი არ მოგივა უცბად სულ სხვა ქვეყანაში შეგიძლია ამოყო თავი. კაცი იტყვის ეგაა და მოგვივლია ევროპაო… მარააა… მთლად ეგრეც არაა საქმე, იმიტომ, კარგად თუ დაუფიქრდები იმდენი სხვა ხარჯები წამოყოფენ მერე თავს, რომ შეიძლება მცირე დეპრესიაც შეგეყაროს.

ხოდა ჩვენც იგივე მოგვივიდა. ვზივარ კომპთან, Ryanair-ის საიტს ვათვალიერებ და გამოანათა მაცდუნებელმა რეკლამამ იჩქარეთ, შუაღამემდე შეძენის შემთხვევაში ფრენები მხოლოდ 2 ევროდო! ნერწყვები მომადგა, სასურველი ქალაქების სია წრეზე ჩამოვწერე (გრაფების თეორია და ტოპოლოგია გამახსენდა მაშინვე. აი თუ იცით ამოცანები რომაა ასეთი ტიპის – შეუძლია თუ არა კაცს ქალაქის ყველა ნაწილის ისე დათვალიერება, რომ მათ შორის შემაერტებელ ყოველ ხიდზე მხოლოდ ერთხელ გადავიდესო… ნუ თუ არ გინახავთ ასეთი ამოცანები ეგ არაფერი, მათემატიკის საკმაოდ საინტერესო ნაწილია) ხოდა დავიწყე ყველა ქალაქის ერთმანეთთან შეერთება, იმის დაკონკრეტებებით რომელ დღეებში და რომელ საათებში  იყო ეს “უფასო” ფრენები (ანუ ხიდები). ეს საქმე რომ მოვათავე დავიწყე იმ შესაძლო გზების ძიება რომლითაც შევძლებდი რაც შეიძლება ბევრი ქალაქი მოგვეარა და თან თითოეულ მათგანში ერთი სრული დღე მაინც გაგვეტარებინა და არა საატები და არცერთ მათგანში ხელახა არ ჩავსულიყავით. მოკლედ ცოტა თუ ბევრი ტვინის ჭყლეტვის შემდეგ გამოანათა საბოლოო ვერსიამ ( ბარსელონა (გირონა) – ოსლო (რიგგე) – სტოკჰოლმი (სკავსტა) – ბრიუსელი (შაღლეროი)  ) და ბილეთების შეძენას სევუდექით.

ალბათ იფიქრეთ ეს ფრჩხილებში მიწერილი სახელები რა ჯანდაბააო… ო!… რა და ეგ დამალული ხარჯებია, ჩუმად რომ მოგეპარებიან და სხვა გზას რომ არ გიტოვებენ გარდა იმისა რომ დაზავდე და ხარკი გადაუხადო. საქმე იმაშია, რომ რაიანეარის ფრენები როგორც წესი დიდი ქალაქების აეროპორტებში არ ხორციელდება, ამის მაგივრად ჩადიხარ სასურველ ქალაქთან ახლოს მდებარე სხვა პატარა ქალაქში (რომელიც როგორც წესი არაფრით გამოირჩევა), და იქედან უკვე ავტობუსით მიემგზავრები იქეთ სადაც გული მიგიწევს. ეს ავტობუსები კი როგორც წესი არც თუ ისე იაფად გემსახურებიან. აი მაგალითად თბილისში, რომ იყოს ფრენა და ამის მაგივრად ჩაგიყვანონ თელავში ან გორში ან სულაც ხაშურში (უფრო კარგი მაგალითია). მოკლედ გინდა თუ არა ფრენის 2 ევროს ავტობუსის ხარჯებიც უნდა მიათვალო.

შემდეგი დაფარული ხარჯი ისაა, რომ ონლაინში ბილეთის ძეძენისას იმის გამო, რომ ასე ვთქვათ თავს არ იწუხებ და სავარძლიდან ტრაკის აუწევლად (მომიტევეთ არატექნიკური ტერმინოლოგიისათვის) ყიდულობ ბილეთს, გინდა თუ არა ყოველ ბილეთზე იხდი მომსახურების 5 ან 10 ევროს. იმის აღნიშნვა ალბათ არცაა საჭირო, რომ ასეთ ფრენებზე არც გაჭმევენ, არც წყალს გასმევენ და ხელბარგიც მხოლოდ 1 შეგიძლია გქონდეს, აი ყოველ დამატებით ჩანთაზე კი ისეთ ფასს გადაგახდევინებენ, რომ ამას გირჩევნია ლუფტჰანზას ან ეარფრანსის ბილეთები შეიძინო.

მოკლედ ჩვენმაი მოგზაურობამ წონაში მოიმატა და 12 ევროდან რამოდენიმე ასეულამდე გასუქდა. მაგრამ, ეს აი იყო საბოლოო წონის მომატება… 22 დეკემბრის ირგვლივ სკანდინავიაში როცა მიდიხარ წინასწარ კი უკვე იცი რა სიცივეში მოხვდები, და ისიც იცი, რომ დღისითაც კი მცხუნვარე მზის სხივებს არ უნდა ელოდო, მოკლედ დასარჩენი ადგილი გინდა, ერთი ადგილი რომ არ მოგეყინოს. აეროპორტში სპალნიკში მუდამ ვერ ჩაწვები (ზოგი იკეტება, ზოგგან აკრძალულია, ზოგგან ტრანსპორტის განრიგი გიშლის ხელს). ხოდა დავბრონეთ სასტუმროები და ჩვენი მოგზაურობა ისე გასუქდა ცელიულიტებიც დაეტყო და მადაც მოემატა.

ახლა თავად ქალაქებზე მოგიყვებით ორიოდე სიტყვით. ტულუზიდან ავტობუსის ბილეთები ავიღეთ და გირონასაკენ გავეშურეთ (პიკასოს იყო მანდედან)

გირონა – პატარა კოხტა ქალაქია, წყნარი თუმცა ხალხმრავალი, საკმაოდ ლამაზი, ძველი უბნებით, ეკლესიაბით, ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩებით. ამ ქალაქში ერთი დღე გავატარეთ და საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩით; შემდეგ ღამის ავტობუსით აეროპორტისაკენ გავეშურეთ და ღამე სკამებზე გაწოლილებმა სპალნიკებში გავატარეთ, დილაადრიანად კი ჩვენი პირველი იაფი ფრენით ოსლოსაკენ გავფრინდით.

ოსლო – მ მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა, ქალაქი არც თუ ისე დიდია და ყოველი მისი შენობა ნამდვილად გემოვნებითაა ნაშენი, ძნელია ნახო შენობა რომელზეც თვალი არ გაგიჩერდება. მაღაზიებიც შესაბამის დონეზე არიან, ბევრი ისეთი ძვირი ბრენდები ვნახეთ სხვა ბევრ ქალაქში რომ უბრალოდ არ შეგხვდება, ბევრი მათგანი ისეთი დონის იყო ვიტრინაში შეხედვაც რომ გულს შეგიწუხებს კაცს (ფასების გამო რათქმაუნდა) 🙂 აშკარაა, რომ ნამდვილად კარგად ცხოვრობენ ნორვეგიელები და სალონებში შეხედვისასაც რწმუნდები როგორ ძალიან უყვართ თავის მოვლა და როგორ არ ენანებათ ამისათვის არც თუ მცირე ოდენობით ფულის გადახდა, ყველა სალონი გამოტენილი იყო ქალებით და მამაკაცებით რომლებიც ზოგი მაკიაჟს იკეტებდა, ზოგი თმას, ზოგიც კი ფრჩხილებზე ზრუნავდა. თუმცა სალონში კიდევაც რომ არ შეიხედო ქუჩაშიც ადვილი დასანახია თუ როგორ უვლის ეს ხალხი თავს. მოკლედ ვიბოდიალეთ, დავტკბით ქალაქით, ნობელის სასახლეც მოვინახულეთ და ტკბილად დავიძინეთ სასტუმროში, დილით 5 საათისკენ კი ავტობუსით ისევ აეროპორტისაკენ გავეშურეთ და სტოკჰოლმის გზას დავადექით.

სტოკჰოლმი ოსლოს შემდეგ კიდევ უფრო მაგარი აღმოჩნდა, ქალაქი საკმაოდ დიდია, ძალიან ლამაზი, გემოვნებით ნაშენი და ძალიან ცოცხალი. აქ ყველაფერი რაც ოსლოში ვანხეთ კიდევ უფრო მარალ დონეზეა აყვანილი, ეს ისეთი ქალაქია რომელიც შორიდან პირველივე შეხედვით იწვევს აღფრთოვანებას და ქუჩებში გავლისას კიდევ უფრო რომ რწმუნდები რომ ტყუილად არ აღფრთოვანებულხარ. სამწუხაროდ დაგეგმილი 2 დღის ნაცვლად სტოკჰოლმში მხოლოდ 1 დღე დავყავით, ფრენის მთელი 18 საათით გადადების გამო, ამიტომ ბევრი რამ რისი ნახვაც ძალიან გვინდოდა ვერ მოვახერხეთ თუმცა ნანახიც საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ შვედები მაგარი ხალხი ყოფილან.

ბრიუსელ – ს სკანდინაბიის შემდეგ მივაშურეთ, ოოოო მაი გაააად! მოველოდით ევროპის დედაქალაქს, რომელიც აყვავებულია, გადანათებული, მოვლილი და მორთულია, სანაცვლოდ კი ვნახეთ მხოლოდ ერთი პატარა ლამაზი ცენტრალური მოედანი (რომელსაც სილამაზის გამო ყოველი შესაძლო რაკურსით უღებენ სურათებს და საფოსტო ბარათებზე დიდი სიამაყით გამოხატავენ) და გაჩანაგებული, მოუვლელი, ჩაბნელებული, მრავალგან ასფალტაყრილი ქალაქი, რომლებიც თემურ ლენგის შემოსევის ადგილს უფრო წააგავს. ქალაქი სავსეა არაბებით, თურქებით და კიდევ ათასი ანალოგიური რჯულის ხალხით და ცენტრიდან მოყოლებული გარეუბნებამდე მათი მაღაზიებით და დონერ-კაფეებითაა “შემკული”. ცენტრიდან 50-100 მეტრში მოხვდებით მთავარ ქუჩაზე რომელიც გადაჯერებულია არაბთა დაბალი დონის კომპიუტერული მაღაზიებით (მიახლოვებით ისეთებით ადრე მარჯანიშვილზე, რომ იყო გახსნილები სარდაფებში და იქვე პაჲალნიკით ხელში თან რომ “აპაჩინკებენ” ყველაფერს და მობილურზე კოდების მოხსნასაც რომ გთავაზობენ), ცენტღთან ახლოს არის ავტონაწილების მაღაზიებიც, რომლებიც ელიავას სიახლოვეში წერეთლის გამზირზე მდებარე მაღაზიებს მოგაგონებენ, ნუ… დონერის კაფეები ხომ მიხვდით თუ რა ლამაზად ამკობენ სრულიად ბრჲუსელს. თავად არქიტექტურამაც წაუშლელი შთაბაჭდილება დატოვა, შეხედავ სახლს, მოგეწონება და მის გვერდით კი ისეთი სიმახინჯეა მიდგმული ხრუშჩოვის დროინდელი კომუნისტებიც კი რომ არ იკადრებდნენ აშენებას. ასეთი არაესთეტიკური სახლები სრულიადბნრიუსელშია გაფანტული და ყველგან აფუჭებენ ხედს. ევროპარლამენტის ირგვლივ ქუჩები არა თუ მორთული და გალამაზებული, სრულიად ჩაბნელებულები დაგვხვდა, მარა მთლად ასე გაჩანაგებაც არ შეიძლება ამ ხალხის, მერე რა რომ არც საკუთარი ენა აქვთ და არც ქალაქის ლამაზად აშენების შნო, ისიც ვაპატიოთ, რომ დროშაც კი პრაქტიკულად გერმანიის აქვთ (სამაგიეროდ 90 გრადუსითაა მობრუნებული) სამაგიეროდ შოკოლადის კეთება ნამდვილად იციან და ლუდსაც ისეთი მრავალფეროვნებით აწარმოებენ ბევრ სხვა ქვეყანაში არც რომ დაგესიზმრება ადამიანს.

პარიზი ბოლო ქალაქი იყო ტულუზაში დაბრუნებამდე, ეს ქალაქი ორივეს უკვე გვქონდა ნანახი და ბევრი სიარულით თავი არ შეგვიწუხებია, რამოდენიმე ძირითადი ღირსშესანიშნაობა მოვინახულეთ, ბრჲუსელისგან დარცენილი შოკი ჩამოვიშორეთ და ტულუზაში სახლისაკენ დიდი დიდი სიხარულით გავემგზავრეთ.

მოკლედ თუ ევროპაში ხართ და რაიანეარის იაფ ფრენებს წააწყდებით კარგად აწონ დაწონეთ ყველაფერი და აუცილებლად ნუ წახვალთ ბრჲუსელში! 🙂 აი შვედეთი და ნორვეგია კი აუცილებლად სანახავია. ხო მართლა სკანდინავიაში 2 დღიანი კრუიზები გემით სულ რაღაც 40-50 ევრო ღირს და ზაფხულში ხომ არ წავსულიყავით??? მოიფიქრეთ, იცით ვისაც გეხებათ 🙂